წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დაიწყო ქალაქ ოზურგეთში.
პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები.