17 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
ამერიკული მისიის დასრულება ავღანეთში - ჯო ბაიდენმა ევაკუაციის პროცესში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა

ამერიკული მისიის ავღანეთში დასრულებას განცხადებით გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა ევაკუაციის პროცესში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება იმ ნებისმიერი ამერიკელისა და ავღანელი პარტნიორის უსაფრთხოდ გამოსაყვანად, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ.

გაეროს უშიშროების საბჭო კი მიღებული რეზოლუციით თალიბანს მოუწოდებს უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ. რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხმის მიცემის დროს თავი შეიკავეს რუსეთმა და ჩინეთმა.

თალიბანი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლას მიესალმება და ავსტრიულ გამოცემასთან აცხადებს, რომ ქვეყანაში იმ ავღანელ მიგრანტებს მიიღებენ, რომლებსაც ევროპაში თავშესაფარზე უარს ეტყვიან, თუმცა ავღანეთში ჩასვლის შემდეგ ავღანელ მიგრანტებს სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევთ.

დღის ამბები