17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ქარიშხალ "იდას" 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლუიზიანას შტატში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქარიშხალ "იდას" ლუიზიანას შტატში. ქარიშხალმა, რომლის სიჩქარემ საათში 240 კილომეტრს მიაღწია, ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და ქარი გამოიწვია. დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ამ დრომდე აგრძელებენ.

შტატის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლებელია გაიზარდოს.

დღის ამბები