17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
პირდაპირ ეთერში, იარაღის მუქარის ქვეშ - რა მოუწოდა ტელეწამყვანმა მაყურებელს, რომელსაც "თალიბანის" მებრძოლები ავტომატებით დაადგნენ თავს

"თალიბანის" შეიარაღებული მებრძოლები Afghan TV-ის ტელეწამყვანს პირდაპირი ეთერი ავტომატებით დაადგნენ თავს. Daily Mail-იის ცნობით, თალიბანის მებრძოლები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და წამყვანს აიძულეს მათზე დადებით კონტექსტში ესაუბრა.

42 წამიან ვიდეოში, ალყაში მოქცეული ტელეწამყვანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ "თალიბანის".

"ღმერთის სახელით, მშვიდობას გისურვებთ. გულითადი მოკითხვა (სალამი) ავღანეთის საერთაშორისო ტელევიზიას და ჩვენს სპეციალურ გადაცემას Pardaz-ს. მე ვარ მირდაიზ ჰაიდერი ჰაგდუსტი და მოგიწოდებთ დარჩეთ ჩვენთან გადაცემის ბოლომდე. 

არსებობს პრეტენზიები, რომელსაც თალიბანი ხალხს უყენებს, მაგრამ არის კრიტიკა, რომ თალიბანის სიტყვებსა და ქმედებებს შორის არის სხვაობა. ხალხი მოითხოვს, რომ თალიბანის ვალდებულებები და ქმედებები უნდა იყოს შესაბამისობაში.  

გადაცემაში შემოგვიერთდება ბატონი ქარი სამიულო, ისლამური ემირატების ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც ახლა გავესაუბრები,"- განაცხადა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში საუბრისას, რის შემდეგაც მაყურებელს სიტყვით დაჯგუფების წევრმა მმიმართა.

"ჩვენი მთავარი ორიენტირი არის ხალხი, რათა ქვეყანა აყვავდეს და მათ იცხოვრონ ისლამური სისტემის ქოლგის ქვეშ. 

ხალხის მიმართ ჩემი პირველი გზავნილია არ ინერვიულონ. დარჩით და იცხოვრეთ თქვენს სამშობლოში

და თქვენს სახლებში, თქვენს სამშობლოს ჭირდებით და ჩვენ თქვენ დაგიცავთ.

ღმერთის წყალობით, ჩვენ ვეცდებით შევქმნათ უსაფრთხო გარემო ავღანეთის ყველა პროვინციაში,

იმისთვის რომ ადამიენებმა არ ინერვიულონ და არ შეეშინდეთ მოჯაჰედების, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ძმები არიან

ჩვენ დავიცავთ მათ და ერთად ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას,"- განაცხადა დაჯგუფების წევრმა. 

შეგახსენებთ, "თალიბანის" წევრები ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი კი ქვეყნიდან გაიქცა. "თალიბანი" ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. ქვეყნიდან აშშ-ისა და სხვა საელჩოების დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. 

დღის ამბები