16 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
13 სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც დღეს მედიაში იქნა დასახელებული, მხოლოდ 3 ეხება კახა კალაძის მმართველობის პერიოდს - ირაკლი ხმალაძე

აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ვიცემერმა მედიასთან განმარტებები გააკეთა. ირაკლი ხმალაძის თქმით, 13 ოქმიდან კახა კალაძის მმართველობის პერიოდს მხოლოდ 3 საქმე ეხება. დანარჩენი 10 შემთხვევა კი 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს.

"13 საქმიდან, რომელიც დღეს მედიაში იქნა დასახელებული, სისხლის სამართლის საქმიდან, აქედან მხოლოდ 3 საქმე ეხება კახა კალაძის მმართველობის პერიოდს. ამ საქმიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის სამსახურის თანამდებობის პირის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რაზეც მყისიერად მოხდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. მაშინვე ეს ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან, მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო უწყებას გამოძიებისთვის.

რაც შეეხება ორ საქმეს, ერთ შემთხვევაში იყო ობიექტიდან მასალების მოპარვის ფაქტი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება; ერთ შემთხვევაში - უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო კონტრაქტული კომპანიის მიმართ აღიძრა საქმე," - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

დღის ამბები