08 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
ჟიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიულოცა

ნიკა მელიასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიულოცა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ჟიგიმანტას პავილიონისი "ტვიტერზე" წერს, რომ ბალტიის ქვეყნების გამოცდილებით, სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ერთადერთი გზა ევროპული გზაა.

"ვულოცავ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და ნიკა მელიას. ბალტიის გამოცდილება ამბობს, რომ ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ - ეს საშიშია, ალბათ, კრემლის ილუზიაა" - წერს პავილიონისი.

დღის ამბები