19 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
ესპანეთის პოლიციამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე, იგივე ლევან სუხუმსკი დააკავა - ის რუსეთის მიერ იყო ძებნილი

ესპანეთის პოლიციამ რუსეთის მიერ ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე დააკავა, რომელიც 2020 წელს რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სასამართლოდან გაიქცა. 

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ბარსელონის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყანაში შეღწევას ყალბი უკრაინული პასპორტით ცდილობდა. იმავე ინფორმაციის თანახმად, გამოძიებაში ჩართული იყვნენ ქართველი სამართალდამცველებიც. 

2020 წლის 16 დეკემბერს ლევან აბულაძე,იგივე ლევან სუხუმსკი, ვლადიმირის სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განსასაზღრად მიიყვანეს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ნარკოტიკის შენახვისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის, ასევე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იყო ბრალდებული. მას 15 წლიანი სასჯელი ელოდა. 

ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე მას სასამართლოში მოხსნეს ხელბორკილები, ტუალეტში გასვლის შემდეგ კი მიიმალა. 

დღის ამბები