სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის - გიგა მაქარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები და პოლიციელები გამოკითხეს.
მაქარაშვილი მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად 3 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების უფლებრივ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. გამოძიება მათ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.