20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
86 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 3034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 86 პაციენტი.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3952 პირი.

გუშინ საქართველოში 36 400 ტესტი ჩატარდა. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 132, PCR ტესტით - 15 268.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,34%, ბოლო 14 დღის - 9,72%, ბოლო 7 დღის - 8,98%.

სულ ჩატარდა - 1 259 391 აცრა, დღიურად აცრილია - 23 518.

დღის ამბები