04 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი შესაძლოა შეიცვალოს - თამარ გაბუნია რამდენიმე მედიკამენტის დამატების საჭიროებაზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს კორონავირუსის მართვის პროტოკოლი და კონკრეტულად, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს მასში.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ პროტოკოლში დაემატოს რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

"მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში.

იყო საუბარი მონოკლინურ ანტისხეულებზე. სხვადასხვა მწარმოებელს ამაზე მუშაობა დაწყებული აქვს, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არიან კლინიკები მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედისმომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს," - განაცხადა გაბუნიამ.

დღის ამბები