26 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
მსოფლიოს 16 ქვეყნის 32 მედიასაშუალება, კრემლის მხარდამჭერი "ტროლების" თავდასხმის სამიზნე გახდა

მსოფლიოს 16 ქვეყნის 32 მედიასაშუალება კრემლის მხარდამჭერი ტროლების თავდასხმის სამიზნე გახდა.

ამის შესახებ კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

ცნობილი გამოცემების გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიებზე "ტროლები", კრემლის მხარდამჭერი კომენტარების განთავსებით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდნენ. ბოლო პერიოდში მათი თავდასხმები ავღანეთიდან დასავლეთის ძალების გაყვანას ეხებოდა.

დღის ამბები