შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყვარელში, "საქართველოს" ბანკის შენობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არამხოლოდ მძევლები გათავისუფლებულიყვნენ უვნებლად, არამედ თავდამსხმელის ჯანმრთელობასაც არაფერი დამუქრებოდა.
"იდენტიფიცირებულია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ არ დავასახელებ სახელს და გვარს. დაგეთანხმებით, რომ კახეთიდანაა, როგორც ჩემთვის ცნობილია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. როგორც მძევლები, ყველანაირად ვეცადეთ, რომ თვითონ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა. სხვადასხვა თანხას ითხოვდა - ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს, ხან სამასი ათასს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მადლობა ღმერთს არავინ დაშავებულა,"- განაცხადა მინისტრმა.