20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ალაზნის ჭალაში იპოვა ჩანთა, რომელშიც იდო ეს ხელყუმბარა და..." - საიდან ჰქონდა საბრძოლო იარაღები ბანკში შეჭრილ მზარეულს

საიდან ფლობდა საბრძოლო მასალას ყვარელში, ბანკში შეჭრილ მზარეული - "ადვოკატ ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა შალვა მელიქიშვილმა, რომელმაც "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, საბრძოლო იარაღი დაახლოებით 7 წლის წინ, ალაზნის ჭალაში იპოვა.

"განმარტა, რომ 7 წლის წინ, ალაზნის ჭალაში იპოვა ჩანთაში, რომელშიც იდო ეს ხელყუმბარა და იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები. როგორც მე ვიცი, ეს ასაფეთქებლები გამოიყენება თევზჭერისას," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 49 წლის შალვა მელიქიშვილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები