19 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
ცნობილია იმ ქართველების ვინაობა, რომელთაც შეიხი გაძარცვეს - მათ 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კგ ოქრო მოიპარეს

ცნობილი ხდება იმ ქართველების ვინაობა, რომლებმაც ერაყის ქალაქ დიუოკში შეიხის სახლი გაძარცვეს და 2 600 000 დოლარი, ასევე 4 კგ ოქრო მოიპარეს.

ვინმე მარიკამ, 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად შეიხის სახლში მასშტაბური ძარცვა განახორციელა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ძარცვაში მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის მკვიდრმა, 1986 წელს დაბადებულმა თენგიზ შაინიძემ, ლენტეხის მკვიდრმა, 1994 წელს დაბადებულმა ცოტნე მჭედლიძემ და ცაგერის მკვიდრმა, 1987 წელს დაბადებულმა აკაკი საგინაძემ.

პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა, ქალის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან მან თავი თურქეთს შეაფარა, თან კი 20 000 ათასი აშშ დოლარი წაიღო.

ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს. 

დღის ამბები