02 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
"მე-5 ტალღა გარდაუვალია" - ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს უკონტროლო მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად აცრისკენ მოუწოდებენ

მედიკოსების განცხადებით, ბოლო პერიოდში COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკამ იკლო, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა იმუნიზაციის მაჩვენებელი

ეპიდემიოლოგები საქართველოში მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკამ იკლო, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვნად შემცირდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს, რომ შეინიშნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მცირედი გაუმჯობესება, ვინაიდან კლინიკაში თავისუფალი საწოლფონდი არის. ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, მე-5 ტალღა გარდაუვალია, რის გამოც მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს. 

"ჯო ენის" სახელობის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია კი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა შეძლებს იმ მინიმალური ღონისძიებების დაიცვას, რაც კოვიდრეგულაციის სახით არსებობს, სამედიცინო სფერო შეძლებს, რომ ტრანსპორტი არ გახდეს ის, რგოლი რამაც შესაძლოა ეპიდვითარების უკონტროლო მდგოამრეობა გამოიწვიოს. 

დღის ამბები