26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
"მე ასეთი დავალება არ გამიცია" - გახარია ფარულ ჩანაწერებთან მისი გუნდის კავშირს უარყოფს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფარულ ჩანაწერებთან მისი და მისი გუნდის კავშირს უარყოფს. სახელისუფლებო გუნდის მიერ გამოთქმული ვარაუდის პასუხად გახარია აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას უკანონო ჩანაწერების გაკეთების ბრძანება არ გაუცია და არც მისი გუნდის რომელიმე წევრს, მათ შორის სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ჰქონია რაიმე კავშირი მსგავს ჩანაწერებთან.

"რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. იმ ადამიანების გვარებს, რომელსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის, - ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან ამ ქვეყანას წლების განმავლობაში და ბევრ მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც გაუკეთებია  ამ ხალხს...

მე  არ ვიცი უკანონო ჩანაწერებს ვინ ახორციელებდა. მე ასეთი დავალება - უკანონო ჩანაწერები განახორციელეთ - არ გამიცია, ვინ რას ახორციელებდა ამისთვის გამოძიება დაიწყოს", - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები