20 ნოემბერი 2024,   05:19
ვრცლად
"მანქანა უნდა წავართვათ ერთ ყ..ს, ქურდისგან არის ბრძანება" - ვინ არის "ტერტერა", რომელთან კავშირის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

"ბრალდებულებმა - "ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - "ტერტერას" დავალებით, ასევე "ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად "ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, "ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც "ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -"რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა.

"ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა "ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც "ქურდული გარჩევის" შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საგამოძიებო ორგანო ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, სადაც ქურდული სამყაროს წევრების საუბარია ასახული. 

"მანქანა უნდა წავართვათ ერთ ყ..ს, ქურდისგან არის ბრძანება“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ფარულ ჩანაწერში.

ჩანაწერში ნახსენებია ვინმე "ტერტერა". საუბარია 37 წლის "კანონიერ ქურდზე", იოსებ ტერტერაშვილზე. ჩვენი ინფორმაციით, წარმოშობით გორელი ტერტერაშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება და სწორედ იქიდან მართავდა ქურდული სამყაროს წევრობისთვის შიდა ქართლში დაკავებულ პირებს. იოსებ ტერტერაშვილი "კანონიერ ქურდად“ 2018 წელს, კვიპროსში "მონათლეს“.

დღის ამბები