20 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
რა საერთო უპოვა ნიკა ნარსიამ "ბოცას" და სუს-ს - ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისი მერიასთნ ღვინის ჭურჭელი დაამსხვრია

ქუთაისის მერიასთან ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მინის ბოცა მიიტანა.

ნიკა ნარსია ქუთაისის მოქმედ მერს, რომელიც სახელისუფლებო გუნდის მერობის კანდიდატია, სუს-თან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ნარსიას თქმით, ამ ურთიერთობაში არსებობს კოდური სიტყვა - "ბოცა".

სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დღევანდელი აქცია-პერფორმანსის რეკვიზიტი.

ნარსიამ ქალაქის მერიასთან მიტანილი მინის ჭურჭელი დაამსხვრია და განაცხადა, რომ როგორც ბოცა დაიმსხვრა, ასე დაიმსხვრევა "ქართული ოცნების" მმართველობაც. 

დღის ამბები