20 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ 56-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაინფიცირების 2039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების კლება ფიქსირდება, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს.

"აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების კონტროლი მკაცრად გაკონტროლდეს. ტრანსპორტში კი მგზავრთა გადანაწილება უნდა იყოს ისე როგორც ესაა დადგენილი. მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, რომელიც რისკის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასევე ისინი ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები არიან მაღალი რისკის ქვეშ,"- აცხადებს ტიკარაძე.

დღეს ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 2192 პაციენტი. ეპიდემიოლოგების განცხადებით არსებული ვითარება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ექიმები მოქალაქეებს კვლავ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ და დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები