გავრცელებულ ფარულ ფაილებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე პროკურატურაში, რამდენიმე წუთის წინ, მივიდა ნიკა გვარამია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია, რაც მას აქვს.
გვარამიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი.
"წარმოდგენა არ მაქვს, რა აინტერესებს გამოძიებას. ერთადერთი, ვიცი, რომ სწორი ინტერესიც რომ ჰქონდეთ, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს, ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამაში დარწმუნებული ვარ. კონკრეტულად ჩემგან რა აინტერესებთ, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რაც ვიცი, ყველაფერს ვიტყვი წყაროების გარდა, თუ სხვა საკითხებზე გადავიდნენ. აქ წყაროც არ ვიცი, მართალი გითხრათ,"-აცხადებს ნიკა გვარიამ.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა თინა ბოკუჩავაც, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა მოითხოვა.