19 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი გვიან ღამით ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა

ხანძარი იყო გვიან ღამით თბილისში - ცეცხლი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.

ადგილზე მალევე მივიდნენ მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის დროული ლოკალიზება მოხერხდა.

სრულად დაიწვა ბინის ერთი ოთახი, თუმცა ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ამის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები