ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს.
ზუგდიდში ხმების გადათვლის შემდეგ, არჩევნების შედეგი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. საბოლოოდ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც შუაღამემდე გაგრძელდა, დაპირისპირების ფონზე წარიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი გამოიწვია ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის ბიულეტენების გადათვლის გადაწყვეტილებამ. ხელახლა დათვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.
ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა. საბოლოოდ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.