08 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
გადაუღებელმა წვიმამ იემენში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ იემენში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააზარალა. დაიტბორა ქუჩები, წყლის ნაკადმა გაიტაცა მანქანები. დაზიანდა გზები და ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


დღის ამბები