პოლიციამ ბათუმში ჩადენილი მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 8 ოქტომბრის ღამეს მის მეზობელ ძმებს, მათსავე ბინაში რამდენჯერმე ესროლა. მიღებული ჭრილობებისგან ერთ-ერთი ძმა ადგილზე გარდაიცვალა. მეორე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და ექიმებმა გადაარჩინეს.
პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ თბილისში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.