24 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ზამთრის პირზე დაგვჭირდეს ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს" - ექიმები პანდემიის საშიშროებაზე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები არ არის. მედიკოსის თქმით, საშიშროება იმისა, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს, არსებობს. მიზეზად კი ლია გოლიაძე ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს.

"ბოჭორიშვილის კლინიკა არის სრულად დატვირთული, პრაქტიკულად ადგილები არ გვაქვს. დღეს ახლა გავწერ რამდენიმე პაციენტს, მივიღებ რამდენიმე პაციენტს. რეანიმაციაში ადგილი არ გვაქვს.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ზამთრის პირზე ჩვენ დაგვჭირდეს ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნა, თუმცა ამის საშიშროება არსებობს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რიცხვია.

ეს გამოიწვია ალბათ ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევამ, ვხედავთ ჩვენ ყველა რა ხდება ქვეყანაში, როგორი აქტივობებია, საზღვრები ღიაა, შემოდის ყველა, მიტინგებია, კონცერტებია," - აცადებს ლია გოლიაძე.

დღის ამბები