20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის დაკავებული 6 ქართველი დანაშაულს არ აღიარებს - რას ამბობენ მათი უფლებადამცველები

ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ 6 დაკავებულიდან, რომლებიც ქართველები არიან, არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს. უფლებადამცველები ასევე ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები, მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებენ და კომპანიის საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მე-7 დაკავებულს, ის ისრაელის მოქალაქეა და ამ წუთებში მისი ექსტრადაციის საკითხი წყდება. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, იქ დაახლოებით 1 წელი მუშაობდა, ის იყო ჩვეულებრივი პროგრამისტი და ქმნიდა  საიტის რაღაც ნაწილებს. მაგალითად, აძლევდნენ მას დავალებას, ეს კი შეძლებისდაგვარად ამას ასრულებდა

მტკიცებულებები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივ ქმედებას არ ადასტურებს, მისთვის ამ ფირმის საქმიანობის სფერო ცნობილი არ იყო,"- აცხადებს დაკავებულების ადვოკატი. 

ქართულ-გერმანულმა გამოძიებამ დანაშაული გახსნა, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მილიონობით ევრო გამოსძალეს. ტრანსნაციონალურ დანაშაულში სულ მცირე 7 პირი მონაწილეობდა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

დღის ამბები