25 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება - რა არის ცნობილი AY.4.2-ის შესახებ

რუსეთში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დელტაზე მეტად გადამდებია, ამის შესახებ "ევრონიუსი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ვარაუდობენ, რომ AY.4.2 ვარიანტი ფართოდ გავრცელდება და კოვიდის შემთხვევები რუსეთში კიდევ უფრო მოიმატებს. ექსპერტების თქმით, შტამი დელტასაც ჩაანაცვლებს.

რუსეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის ინიციატივა, ნოემბრის დასაწყისში, 1 კვირის განმავლობაში დაიხუროს სამთავრობო სამსახურები. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 1028 გარდაცვალება დაფიქსირდა, დაინფიცირდა 34073 ადამიანი.

დღის ამბები