"თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის მასშტაბით ძველი და დაზიანებული პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლებას განაგრძობს.
მიმდინარე წელს "თბილსერვის ჯგუფმა" უკვე შეისყიდა 2500 ერთეული სხვადასხვა მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განთავსდება. ამ დროისთვის, დედაქალაქში უკვე დგას 20 000 კონტეინერი.