08 მაისი 2024,   19:28
ვრცლად
ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის ამ დროისთვის დაკავებული არ არის. ფილმის გადაღების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა - როგორც სააგენტო AFP-ს პოლიციაში განუცხადეს, მსახიობი სამართალდამცველებთან თავადვე მივიდა და გამოკითხვის შემდეგ მან შენობა დატოვა. 

ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა.

შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.

42 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

დღის ამბები