20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
შსს: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებია, უწყება საკუთარი განცხადებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა დატოვა

"ჭაბუკა რაფავას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე არ გახლავთ" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურში გადავამოწმეთ, სადაც განმარტეს, რომ რაფავა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას არ იკავებდა. 

"ჭაბუკა რაფავას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე არ გახლავთ, იგი გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაფავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები