20 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
ჭუბერიდან გაუჩინარებული მამაკაცის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს

სვანეთში შუახნის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ - მამაკაცი, დაახლოებით, 1 კვირის წინ, ჭუბერიდან სამეგრელოს მიმართულებით წავიდა და გაუჩინარდა. დაკარგული წალენჯიხის მკვიდრია, რომელიც ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

ძებნის ოპერაციაში პოლიციის გარდა ჩართული არიან მაშველებიც. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები