16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაგეგმილ იმიტირებულ ბუნტზე საუბრობენ

როდის გადაიყვანენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში - მისი პირადი ექიმის თქმით, ჰოსპიტალიზაცია კვლავ აუცილებელია. თავად მსჯავრდებული სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატების მტკიცებით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაგეგმილ იმიტირებულ ბუნტზე საუბრობენ.

"კონსილიუმის გადაწყვეტილების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება მე-18 დაწესებულებაში ვერ მოხდება. უფრო მეტიც, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი რეკომენდაცია ადასტურებს, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება როგორც სამედიცინო, ისე რაც მთავარია უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის უაღრესად რისკიანი და დაუშვებელი," - აცხადებს ბექა ბასილაია.

ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ კონსილიუმის შექმნა იყო უბრალოდ თვალის ახვევა დროის გასაჭიანურებლად.

"გამოდის, რომ კონსილიუმის, ექიმების ჯგუფის შექმნა იყო უბრალოდ თვალის ახვევა, რომ დრო გაჭიანურებულიყო და რაღაც დაეკმაყოფილებინა. თუ იუსტიციის სამინისტრო არ ენდობა კონსილიუმის რეკომენდაციებს და მის გადაწყვეტილებებს, არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას სამოქალაქო კლინიკაში, მაშინ რისთვის უნდოდათ საერთოდ ეს კონსილიუმი. მაქსიმალურად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს მე-18 დაწესებულებაში, სადაც შეიძლება მოეწყოს ბუნტი და ხმაური," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

დღის ამბები