04 დეკემბერი 2021,   02:11
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას ადვოკატის საჩივარს განიხილავს - პროკურორი ადვოკატის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას კალანდიას ადვოკატი ასაჩივრებს. საჩივარს სააპელაციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.

ადვოკატი ფაქტს უპრეცენდენტოს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში თუ არის მსჯავრდებული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სამართლებრივი დევნა თავიდანვე უნდა შემწყდარიყო.

ბრალდების მხარისთვის კი გაუგებარია, რატომ ითხოვს მსჯავრდებული სისხლის სამართლებრივი დევნის განახლებას. პროკურორი ადვოკატის გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს.

დღის ამბები