02 სექტემბერი 2026,   12:04
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოზურგეთში გამარჯვებას ზეიმობს

"ქართული ოცნება" ოზურგეთში გამარჯვებას ზეიმობს. პარტიის მხარდამჭერები ჯერ ოლქთან შეიკრიბნენ, ხოლო მერე ავტომობილების კოლონებით და ფოიერვერკით ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვება იზეიმეს.

მოგვიანებით, ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებმა სიტყვით მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ 03:00 საათის მონაცემებით, ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძეს აქვს 55.749%. ამ ეტაპისთვის, დათვლილია უბნების 98.413%.

დღის ამბები