ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, 1 საოლქო კომისიაში 5 საჩივარი დაიწერა.
"წინასწარი შედეგებით, 5 ნომრით წარდგენილი კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 25 230, პროცენტულად - 48.33%. 41 ნომრით წარდგენილმა კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 26 974, პროცენტულად - 51.67%.
რეგისტრირებულია 15 საჩივარი, რომელიც ეხება პროცედურულ გადაცდომებს, რაც არ იქონიებს გავლენას კენჭისყრის შედეგებზე.
არის ბათილობის წესი, ამასთან დაკავშირებით კომისია მსჯელობს უკვე საეჭვო ბიულეტინებზე, რის საფუძველზეც თითოეულ ბიულეტინს ეყრება კენჭი და გადაიდება ან ნამდვილ ხმებში ან ბათილ ბიულეტინებში," - განაცხადა მირანდა მესხმა.
საკრებულოში კი, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდება: გიორგი გახარიას პარტია - "საქართველოსთვის" - 3 მანდატი, "ნაციონალური მოძრაობა" - 22, "ქართული ოცნება" - 20 მანდატი.