მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიყვანონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან, მისი შეფასებით, ეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას დაემუქრება.
"მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება უნდა მოხდეს იმ კერძო კლინიკაში, სადაც ზოგადად ხდება და იუსტიციის სამინისტროს აქვს ხელშეკრულება დადებული. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკებთან და ასეთს წარმოადგენს სწორედ გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მისი სიახლოვის გამო რუსულ სამხედრო ძალებთან. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ "პარპაშებენ" რუსული სპეცსამსახურები და შესაბამისად, არც გორში არ გაუჭირდებათ რაიმე ოპერაციის ჩატარება," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.