26 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ტყეების მასიური გაჩეხვა 2030 წელს შეჩერდება - COP26-ის კლიმატის სამიტის მთავარი შეთანხმება

გლაზგოში გამართულ კლიმატის ცვლილებების სამიტზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი შეთანხმდა, რომ ხეებისა და ტყეების მასობრივი განადგურება 2030 წლისათვის შეჩერდება. შეთანხმება COP26-ის კლიმატის სამიტზე დაიდო.

ექსპერტები გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეთანხმება ხეების გაჩეხვის შეწყვეტასთან დაკავშირებით 2014 წელსაც დაიდო, რომელიც საბოლოოდ არ განხორციელდა.

ტყეების განადგურება იწვევს კლიმატის ცვლილებას, რადგან ხეები იწოვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით CO2-ს და გამოყოფენ ყველასთვის აუცილებელ ჟანგბადს.

"ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტყეების გაჩეხვა, კაცობრიობამ უნდა შეწყვიტოს ბუნების დამპყრობლის როლის თამაში და მის დარაჯად გადაიქცეს," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც ამ შეხვედრას მასპინძლობდა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები