17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
კაცი, რომელიც ფუტკრებისგან თავის დასაცავად ტბაში ჩახტა, პირანიებმა შეჭამეს - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

30 წლის მამაკაცი, რომელიც ფუტკრების გუნდს გაურბოდა პირანიებმა შეჭამეს. შემთხვევა ბრაზილიაში მინას-ჟერაის შტატში ერთ-ერთ ტბაში მოხდა. ამის შესახებ ბრაზილიური მედია წერს.

3 მეგობარი ტბაზე თევზაობდა, როდესაც, მოულოდნელად, ფუტკრების გუნდი გამოჩნდა. მამაკაცებს შეეშინდათ და თავის გადასარჩენად ტბაში ჩახტნენ. ორმა ნაპირამდე მშვიდობიანად გაცურვა შეძლო, მესამემ კი ჩაძირვა დაიწყო და მისი შველა მეგობრებმა ვეღარ შეძლეს.

გადარჩენილებმა ფაქტის შესახებ სამაშველო სამსახურს შეატყობინეს, რომლებმაც ცხედარი ნაპირიდან 4 მეტრის მოშორებით იპოვეს. როგორც აღმოჩნდა ტბაში ბევრი პირანია ბინადრობს, რომლებმაც მისი სხეული მნიშვნელოვნად დააზიანეს, შეუჭამეს სახის მარჯვენა ნაწილი და რბილი ქსოვილები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი, დახრჩობა თუ პირანიების ნაკბენი. ცხედარი უკვე დაუბრუნეს ახლობლებს დაკრძალვისთვის.

დღის ამბები