17 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
პუტინს თავისი მმართველობის პირველ წლებში, ნატოში გაწევრიანება სურდა - რას ყვება ალიანსის ყოფილი გენმდივანი

პუტინს თავისი მმართველობის პირველ წლებში, ნატოში გაწევრიანება სურდა - აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გაავრცელა.

როგორც ჯორჯ რობერტსონი ამბობს, NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საკუთარი პირობებით უნდოდა.

რობერტსონის თქმით, პუტინი ელოდა თუ როდის შესთავაზებდა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთს გაწევრიანებას. იმ დროინდელმა გენერალურმა მდივანმა, რუსეთის პრეზიდენტს კი აუხსნა, რომ ქვეყნები თავად გამოთქვამენ გაწევრიანების სურვილს, ასევე აღნიშნა, რომ NATO მხარეებს არ იწვევს - აღნიშნულ განმარტებაზე პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი არ აპირებდა რიგში დგომას იმ სახელმწიფოებთან ერთად,  რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს.

დღის ამბები