08 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
საბერძნეთში მეხანძრეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთში მეხანძრეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. მეხანძრეებმა ათენში, ახლადშექმნილ კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროსთან, სამუშაო კონტრაქტების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

დღის ამბები