17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
აუცილებელია საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ყოველდღიურად არღვევს - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აუცილებელია საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ყოველდღიურად არღვევს.

ფაშინიანმა რეგიონალურ თანამშრომლობასა და 3+3 ფორმატზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის ამ ფორმატით იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ მის ფარგლებში საუბარი არ იქნება უკვე მრავალჯერ განხილულ საკითხებზე, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება.

ფაშინიანს მიაჩნია, რომ ფორმატის პრიორიტეტი ახალი გამოწვევები უნდა იყოს. 

დღის ამბები