20 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
გლდანის დაწესებულებაში არის ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, თუმცა ეს არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი კლინიკა - თამარ გაბუნია

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს.

თუმცა აქვე განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და მობილიზებულია რეანიმაციების ბრიგადაც.

"გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე, სითხეებით გადასხმების უზრუნველყოფას, ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება.

თუმცა, რა თქმა უნდა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დამატებით დახმარება დასჭირდეთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები