25 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 8 დეკემბერს გამოაცხადებს - რა არგუმენტები წარადგინეს მხარეებმა დღევანდელ პროცესზე

საქალაქო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2-ის" საქმეზე 5 საათიანი სხდომა გაიმართა. 3 თვიანი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილებას მოსამართლე უკვე მომდევნო პროცესზე, 8 დეკემბერს გამოაცხადებს.

დავით დვალისა და ჯარჯის აქიმიძის სარჩელის მიხედვით, ისინი "რუსთავი 2-ის" 60%-იან წილს ითხოვენ.

"ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან გვგონია, რომ ძალიან პროფესიონალური და დასაბუთებული პასუხები და არგუმენტაცია გვქონდა. ემოციებიც იყო, არგუმენტებიც და მტკიცებულებებიც,"- აცხადებს დავით დვალი.

ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი პაატა სალია კი მიიჩნევს, რომ საქმე ხანდაზმულია.

"სარჩელი არის ხანდაზმული. ის მოცემულობა, როდესაც ქიბარ ხალვაშმა პროკურატურას მიმართა 2008 წელს და ასევე ის, რომ აქიმიძემ და დვალმა 2018 წელს მიმართეს პროკურატურას, არსებითად სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს განაპირობებს. ეს ვერ ჩაითვლება ვარგის საშუალებად იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადა შემწყდარიყო. ჩვენი აზრით, მოსარჩელეთა მხრიდან მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი მტკიცებულებები საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით არ იყო მითითებული," - აცხადებს "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია. 

დღის ამბები