17 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიხედვით თურქ სამხედროებს საშუალება ექნებათ კიდევ ერთი წლით აზერბაიჯანში საზღვრისპირა ოპერაციები განახორციელონ.

პარლამენტში წაყენებულ წინადადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, რომელიც თავიდანვე მტკიცედ უჭერდა მხარს აზერბაიჯანს, მნიშვნელოვან ინიციატივებს იღებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებისთვის.

დღის ამბები