17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას - აშშ-ს თავდაცვის მდივანი​

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებას - აღნიშნული განცხადება ენტონი ბლინკენმა დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შტატებში ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ახალ ქარტიას მოაწერეს ხელი. აშშ უკრაინას შეიარაღებული აგრესიის, ეკონომიკურ-ენერგეტიკული შეფერხებების და რუსეთის მავნე კიბერ აქტივობის წინააღმდეგ მხარდაჭერას ჰპირდება.

"მადლობლები ვართ შეერთებული შტატების მზადყოფნისთვის გააფართოვოს უკრაინასთან თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში, რათა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, რათა მათ შემდეგომი აგრესიული ქმედებების მოტივი აღარ ჰქონდეთ. აგრესიული რუსეთის შეკავების საუკეთესო გზა, კრემლისთვის მკაფიო მინიშნებაა, რომ უკრაინა ძლიერია და ძლიერი მოკავშირეები ჰყავს.
სახელმწიფო მდივანმა დღეს გვერდი ვერ უარა კიდევ ერთ თემას - ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის დასრულებას, რომელმაც გაზპრომის ბუნებრივი აირი გერმანიამდე უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიიტანოს. ბაიდენის ადმინისტრაცია კენცლერ მერკელთან ტრამპის დროს გამწვავებული ურთიერთობების მეტად დაზიანებას მოერიდა და კონგრესის მოთხოვნის მიუხედავად, მილსადენის ოპერატორ კომპანიას სანქციები არ დაადო. დღეს ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბერლინის პირობას, უკრაინის ინტერესების დასაცავად,"- აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსეთის საქმიანობით და რუსეთის ქმედებები აგრესიულად შეაფასა.

"ჩვენ ვითანამშრომლებთ კონგრესთან, უკრაინისთვის საჭირო უსაფრთხოების დახმარების გასაგრძელებლად. მათ შორის, ლეტალურ თავდაცვითი იარაღის თაობაზე, რათა ნებისმიერი რუსული აგრესიისგან დაიცვას თავი. შეშფოთებულები ვართ ცნობებით, უკრაინასთან ახლოს, რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობების შესახებ. რეგიონს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და როგორც ყოველთვის, ამ საკითხზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ.

მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გამწვავების ან აგრესიის ნებისმიერი ქმედება, შეერთებული შტატებისთვის სერიოზული წუხილის მიზეზი გახდება.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია უკრაინასთან 2008 წელს გაფორმდა, თუმცა ახლა ის ვაშინგტონმა და კიევმა განაახლეს. დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, ძირითადი პრინციპების გარდა, მიმოხილულია თანამშრომლობა, უსაფრთხოების და რუსულ აგრესიასთან გამკლავების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით. ასევე უკრაინის ეკონომიკური ტრანსფორმაცია,"- აცხადებს აშშ-ს თავდაცვის მდივანი​ ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები