26 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
ევროპა კორონავირუსის ეპიცენტრია - გავრცელების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება

ჩეხეთში ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, რის გამოც ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ქვეყანაში კოვიდსერტიფიკატების შემოღების საკითხს განიხილავენ. სკოლის მოსწავლეებისთვის კოვიდტესტის გაკეთება სავალდებულო გახდება, რესტორნები და კაფეები კი მხოლოდ აცრილ პირებს გაუმასპინძლდებიან.​

არავაქცინირებულთათვის ხვალიდან ლოკდაუნი ცხადდება ავსტრიაში. 12 წელს გადაცილებულ იმ პირებს, ვისაც აცრა არ გაუკეთებია სახლის დატოვება ეკრძალება. რეგულაციების დაცვას ქუჩაში სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო 7 დღის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია გერმანიაში. ვირუსთან საბრძოლველად 12 ათასი ჯარისკაცის მობილიზება იგეგმება, რომელთა მოვალეობაში მზრუნველობის სახლებისა და საავადმყოფოების ბუსტერ დოზებითა და ტესტებით მომარაგება იქნება.

იმის მიუხედავად, რომ კანადაში 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 85% აცრილია, ინფიცირების შემთხვევები იზრდება. 

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მზარდია სლოვენიასა და ხორვატიაში, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მწვანე ბარათების სისტემა უკვე ამოქმედდა. სლოვენიაში მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, რის გამოც ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის ზღვარზეა. გეგმიური ქირურგიული ოპერაციები კი დროებით შეაჩერა ბულგარეთმა.

დღის ამბები