17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
სკოლასთან მდებარე პარკში 6 მოსწავლე დაჭრეს - სროლა შეერთებულ შტატებში

სროლა შეერთებულ შტატებში - კოლორადოში სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში 6 მოსწავლე დაჭრეს. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილიდან ცეცხლი რამდენიმე ადამიანმა გახსნა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.​

დღის ამბები