02 სექტემბერი 2026,   19:34
ვრცლად
გურჯაანში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო - მოსახლეობას აცრის ჩატარება ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. მოსახლეობას COVID-19 ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და პენსიონერებისთვის წამახალისებელი ფულადი ჯილდო არაერთი ადამიანისთვის მოტივაცია აღმოჩნდა და მათ აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

მოსახლეობის COVID-19 - ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

დღის ამბები