16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა წამლების მიღება განაახლა, კალიუმის მაჩვენებელი მიუახლოვდა ნორმას - ექიმი

მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულების ექიმი, სანდრო მათეშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ დროისთვის ყველა მედიკამენტს იღებს და ლაბორატორიული მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 

მათეშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, გუშინ კი მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი, შეისწავლეს პაციენტის სამედიცინო ბარათი.

"რადგანაც ბოლო 3 დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის - კალიუმის მაჩვენებელი 

სანდრო მათეშვილის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები - პულსი, წნევა, სატურაცია და გლუკოზა სისხლში ნორმაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 მათეშვილის განცხადებით, დაწესებულებას მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობის მართვის და მათი შიმშილის შემდგომი რეაბილიტაციის დიდი გამოცდილება აქვს. 

დღის ამბები