17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
430 ერაყელი მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის სასაზღვრო ზონიდან სამშობლოში თვითმფრინავით დააბრუნეს

430 ერაყელი მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის სასაზღვრო ზონიდან სამშობლოში თვითმფრინავით დააბრუნეს. ინფორმაციას ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ისინი ბელარუსის გავლით ევროკავშირში არალეგალურად შეღწევას რამდენიმე განმავლობაში ცდილობდნენ.

ამ დროისთვის სასაზღვრო ტერიტორიაზე 7000 მიგრანტი რჩება. ბელარუსის მხარე აცხადებს, რომ მთავრობამ 5000 მათგანის სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება აიღო, დანარჩენი 2000 მიგრანტისთვის ე.წ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ვალდებულებას კი ევროკავშირს აკისრებს. ევროკავშირი მიგრანტთა კრიზისის წახალისებაში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს და მას სანქციების გამკაცრებით ემუქრება.

დღის ამბები